ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ გერმანიის პროკურატურაში სარჩელი შევიდა. სარჩელს ხელს აწერს ოთხი გერმანელი იურისტი, რომლებიც ალექსანდრე ლუკაშენკოს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში ადანაშაულებენ. ბელარუსის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი პაველ ლატუშკო აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ეს იქნება ლუკაშენკოს რეჟიმის ტერორისტულ ორგანიზაციად ცნობის შესაძლებლობა. ლატუშკოს თქმით, გერმანიის პროკურატურისადმი მიმართვა ღია სიგნალია მათთვის, ვინც ბელარუსის ხელმძღვანელთან და მის რეჟიმთან თანამშრომლობას გეგმავს.