ორ დღეში ალკოჰოლური ინტოქსიკაციის 785 შემთხვევა დაფიქსირდა. სასწრაფო დახმარების მონაცემებით, აქედან ჰოსპიტალიზირებულია 658 ადამიანი. თბილისში ინტოქსიკაციის 281 შემთხვევა გამოვლინდა. საქართველოს დანარჩენი რეგიონებში კი 504. დაფიქსირდა ასევე კვებითი ინტოქსიკაციის - 411 შემთხვევა. ყველაზე მეტი ფაქტი თბილისზე მოდის-121 პაციენტი . სხვა რეგიონებში კი აღნიშნულ ფაქტებზე სასწრაფო დახმარება 290 შემთხვევაში გამოიძახეს.