ვაქცინაციის პროცესში მთავრობის, პარლამენტის წევრები და ტურიზმის სექტორში დასაქმებულები ჩაერთვებიან

04 მაისი 2021, 12:47 243 ნახვა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის პროცესი გაფართოვდება და მასში მიმდინარე კვირას ჩაერთვებიან მთავრობის და პარლამენტის წევრები.

გიორგი ღიბრაძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში სხვა პრიორიტეტულ ჯგუფებს დაემატებიან ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორში დასაქმებული პირები, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები და კონტროლიორები.

მისივე განცხადებით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ე.წ მწვანე პასპორტების შემუშავებაზე, რომლებიც ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების შემდეგ გაიცემა და ეს საკითხი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთვის ახლო მომავალში იქნება წარდგენილი.

"საბჭოს ფორმატში განიხილება შეღავათების დაწესება იმ პირებისთვის, რომლებსაც ჩატარებული ექნებათ ვაქცინაციის სრული კურსი"-განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

საკოორდინაციო საბჭო მოუწოდებს მოსახლეობას დაიცვან დადგენილი რეგულაციები და ხელი შეუწყონ ვირუსის გავრცელების პრევენციას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში