აქამდე გაწეული რეკომენდაციები დაკმაყოფილებულია, თუმცა ბევრი ფუნდამენტური საკითხი ჯერ კიდევ მოუგვარებელია -ამის შესახებ საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნაში ვკითხულობთ.
დასკვნაში ნათქვამია, რომ ამ მიმართულებით მეტად ყოვლისმომცველი და სისტემური რეფორმების გატარება ჯერ კიდევ აუცილებელია და აღნიშნულია, რომ ინიცირებული საარჩევნო ცვლილებები უფრო მეტად მიმართულია არსებული პოლიტიკური კრიზისის დაძლევისკენ, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ შეშფოთებას იწვევს ზოგიერთი შემოთავაზებული ცვლილება, მაგალითად ისინი, რომელიც საარჩევნო კომისიების შემადგენლობას ეხება.დასკვნას პოზიციასა და ოპოზიციაშიც იწონებენ, მმართველ გუნდში ამბობენ რომ რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ, თუმცა მათი ოპონენტებს ამაში ეჭვი შეაქვთ.