ბათუმის ბულვარის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გადადგა

30 აპრილი 2021, 10:37 986 ნახვა

ბათუმის ბულვარის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თანამდებობიდან გადადგა. დავით სურგულაძემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს უთხრა, რომ სამსახურიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა. განცხადება კი გუშინ, 29 აპრილს დაწერა და იმავე დღეს დაუკმაყოფილეს. 

ამ ეტაპზე ბულვარის დირექტორის მოვალეობას სოფიო ლაზიშვილი ასრულებს. 

ჟურნალისტის კითხვაზე უკავშირდება თუ არა სამსახურიდან წასვლა ბულვარის დირექტორის გათავისუფლებას და მიმდინარე პროცესებს? დავით სურგულაძე ვრცელი განმარტებისგან თავს იკავებს და მიზეზებზე არ საუბრობს.

'' ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს შევიკავებ, დიდი ბოდიში'' - განაცხადა სურგულაძემ. 

ბათუმის ბულვარის დირექტორი სამსახურიდან 12 აპრილს გაათავისუფლეს. მიზეზად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა დაასახლეს. ირაკლი ჯინჭარაძე კი სამსახურიდან დათხოვნას მის ხმაურიან განცხადებებს უკავშირებს, რომელიც კომპანიისთვის პლაჟების იჯარით გადაცემას უკავშირდებოდა. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი