აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, მიწის რეგისტრაციის პროცესი უნდა დაჩქარდეს. თორნიკე რიჟვაძემ სამთავრობო უწყებებსა და მუნიციპალიტეტების შესაბამის კომისიებს დავალება მისცა, უმოკლეს ვადებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით მოქალაქეებისთვის მიწების რეგისტრაცია უზრუნველყონ.
''ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ მოსახლეობას, რომელმაც ნდობა არა ერთხელ გამოგვიცხადა არ უნდა შევუქმნათ ზედმეტი ბარიერები, ბიუროკრატია, არ უნდა ვაწვალოთ. მაქსიმალურად მალე უნდა ხდებოდეს მათ განცხადებებზე რეაგირება. ეს უნდა განხორციელდეს გამჭვირვალედ და კეთილსინდისიერად, კანონმდებლობით დადგენილი წესების მიხედვით'' - განაცხადა სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ.