დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ამბობს, რომ მისი შვილი ჩინური ვაქცინით აიცრება.
პაატა იმნაძის თქმით,
''არბათა გაერთიანებულ ემირატებში თუ ჩინური ვაქცინით იცრებიან, უნგრეთში, სერბეთში, ჩილეში, რატომ არის აჟიოტაჟი აქ არ ვიცი. იცრებიან იმითი რაც არის. ჩემი შვილი ჩინურ ვაქცინაზე ჩაეწერა. ძლივს მოახერხა რეგისტრაცია, იმიტომ რომ უცებ შეივსო ადგილები.
ემირატების ემირები იცრებიან, პრემიერ მინისტრი. ერდოღანი ''სინოვაკით'' აიცრა. საწყლებს არ ჰქონდათ კვლევების შედეგები და გაწირეს თავი?! კარგით რაა.
ვიღაც ელოდება WHO-ს გადაწყვეტილებას, ვიღაცა არა. ჯერა და იკეთებს აცრას. ვინც იცის როგორია ეფექტურობა სხვადასხვა ქვეყნის მონაცემებით'' - აცხადებს პაატა იმნაძე.
საქართველოში ჩინური ვაქცინა აპრილის დასწყისში შემოიტანეს, მას ჯერ WHO-ს ავტორიზაცია არ აქვს.