გვესმის მუდმივად საუბარი, რომ მელიას ხან გირაო არ სურს, ხან ამნისტია არ სურს, ნებისმიერ დროს შეუძლია, გამოვიდეს ციხიდან და ვერ გამოეტია ციხის კარებიდან, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, მმართველი გუნდი მოძალადე ნიკა მელიას მაინც შეიწყალებს.
„გვქონდა განხილვა ამ კანონის და პრინციპში არსებითად პოზიციები არის ერთგვაროვანი, იქ ჩანდა, რომ ოპოზიციონერების გარკვეულ ნაწილს თვითმიზანი ჰქონდათ, რომ არ მიღწეულიყო შეთანხმება ერთიან კანონპროექტთან დაკავშირებით, თორემ რეალურად არანაირი პრინციპული განსხვავება ორ კანონპროექტს შორის არ არის. ერთიც და მეორეც ითვალისწინებს რეალურად ყველა იმ საქმის ამნისტირებას, რომელიც დაკავშირებულია 20 ივნისის პოლიტიკურ მოვლენებთან, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ორივე კანონპროექტში უზრუნველყოფილია ის, რომ ამნისტია არ შეეხებათ იმ პირებს, რომლებმაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების დანაშაული ჩაიდინეს“, – განაცხადა კობახიძემ.