იმედი მაქვს, რომ დროულად შევძლებთ შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულებას - კახა კუჭავა

27 აპრილი 2021, 16:30 755 ნახვა

იმედი მაქვს, რომ  დროულად შევძლებთ შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულებას – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა.

კახა კუჭავამ აღნიშნა, რომ ის არ დაიშურებს ძალისხმევას, რომ ამ პროცესს ხელი შეუწყოს.

„ამნისტიის დეტალებზე არ ვისაუბრებ. იქაც არიან წარმოდგენილი შესაბამისი პარტიის წარმომადგენლები, მათ შორის „ქართული ოცნებიდან“, რომლებიც, საკმაოდ აქტიურად აკეთებდნენ კომენტარებს ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. ფაქტი არის ერთი, რომ ეს შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა, აუცილებელია, რომ შესრულდეს. ეს არ არის მხოლოდ მმართველი გუნდის, არამედ მმართველი გუნდის და ოპოზიციის ერთობლივი პასუხისმგებლობა. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ძალიან დროულად შევძლებთ ყველა ამ პუნქტის შესრულებას, არ დავიშურებ ძალისხმევას, რომ ამ პროცესს ხელი შევუწყო“, – განაცხადა კუჭავამ.

მისივე განცხადებით, ის თუ რამდენად ნეიტრალური ლიდერი იქნება ამას საქმე აჩვენებს.

"კითხვა, თუ რამდენად ნეიტრალური ვიქნები, ამას გვაჩვენებს საქმე და თქვენ თვითონ შეაფასებთ, რამდენად შევძლებ ამ როლის მორგებას, რომ ვიყო ნეიტრალური და შევძლო ბალანსის დაცვა ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის“, – განაცხადა კუჭავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში