დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით სწრაფი ტესტების გაკეთება დროებით ნაწილობრივ შეზღუდულია და მხოლოდ სიმპტომიან ადამიანებს უკეთდებათ. მიზეზი ტესტების მოწოდების დროებით დაგვიანებაა.
''პატარა ცვლილება დროებით იქნა შეტანილი - სწრაფი ტესტები მხოლოდ სიმპტომებიან ადამიანს უკეთდება სახელმწიფოს ხარჯზე ამ ეტაპზე, ხოლო უსიმპტომოებს ვთავაზობთ პსრ-ზე ტესტირებას. მოგეხსენებათ, სწრაფი ტესტი 15-20 წუთში იძლევა პასუხს, ხოლო პსრ-ს სჭირდება 24 საათი, დაახლოებით. განსხვავება ეს არის, რომელიც 2-3 დღეში სრულად მოწესრიგდება და დავუბრუნდებით ჩვეულებრივ რიტმს,“ - განაცხადა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძის თქმით, ხვალ უნდა შემოვიდეს ანტიგენზე დამზადებული 400 000 ტესტი. რაც შეეხება პისიარს მისი მარაგი ქვეყანაში არის.
''აქტიური ტესტირება მიმდინარეობს, გუშინ 11 266 იყო. კვირას ტესტირება ნაკლებია, რადგან ცოტა ადამიანი მიმართავს. საშუალო გვაქვს 27 000, ეს საკმაოდ ბევრია. განსაკუთრებით ბევრია ხარჯვა ანტიგენზე დამყარებული ტესტების. მილიონ ნახევარია კიდევ ნაყიდი და ხვალ უნდა შემოვიდეს დღის განმავლობაში 400 000 ტესტი. ვფიქრობ, რომ დეფიციტი ქვეყანაში არ შეიქმნება. პისიარ ტესტების მარაგი საკმარისია, რომლითაც ივსება მარაგი თუ სადმე დეფიციტი ჩნდება'' - განაცხადა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ამირან გამყრელიძემ.