კორონავირუსის შემთხვევების გამო, სოფელ ნაკაიძეების, ლეღვას N1 და სოფელ საჩინოს საჯარო სკოლები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.
სამივე სასწავლო დაწესებულებაში ვირუსი მასწავლებლებს და მოსწავლეებს დაუფიქსირდათ. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, სკოლები 2 კვირით დაიხურა.
რაც შეეხება სააღმზრდელო დაწესებულებებს, დღეს, დილიდან აღსაზრდელების მიღება დროებით შეწყვიტა სოფელ ხუცუბნის და #5 საბავშვო ბაღმა.
გეგმიური ტესტირების შედეგად, მე-5 ბაღში კორონავირუსი 2 თანამშრომელს დაუდასტურდა, ორი პედაგოგია ინფიცირებული ხუცუბნის საბავშვო ბაღშიც.
ქობულეთში კორონავირუსის გამო ამ ეტაპზე 8 სკოლაა დახურული.