პაციენტის ოჯახი სამედიცინო დაწესებულების წინააღდეგ

24 აპრილი 2021, 18:20 3254 ნახვა

პაციენტის ოჯახი ბათუმის სამედიცინო ცენტრის მედპერსონალს გულგრილობასა და სამედიცინო გადაცდომაში ადანაშაულებს. 33 წლის ქალის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ იგი  კლინიკაში კოვიდის სიმპტომებით შეიყვანეს და ამას ერთ-ერთ სამედიცინო ცენტრში ჩატარებული კვლევაც ადასტურებდა, თუმცა ოჯახი ირწმუნება, რომ მოგვიანებით მას ვირუსი არ დაუდასტურდა.

მათივე თქმით,  პაციენტი ბინაზე  ინფიცირებულებთან კონტაქტის გამო არ გაწერეს და მისი კლინიკაში დატოვების აუცილებლობა გადაწყდა. დედა აცხადებს, რომ კლინიკაში მოთავსებიდან რამდენიმე დღის შემდეგ მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს და ახლა უგონო მდგომარეობაში იმყოფება.

მისივე ინფორმაციით, შვილმა მანამდე ოჯახს  მოკლე ტექსტური შეტყობინებები გამოუგზავნა, სადაც  მედიკოსებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაში ადანაშაულებდა და  აცხადებდა, რომ  მისი მდგომარეობა არასწორი მკურნალობის შედეგად, კერძოდ კი, მძიმე ალერგიული რეაქციის ფონზე დამძიმდა.   კლინიკაში პაციენტის ოჯახის წევრების ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში