ქობულეთში, ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. შსს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ არ დაშავებულა.
''მიცუბიშის'' მარკის ავტომობილში ცეცხლი შიდა მოწყობილობას გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და საპატრულო პოლიცია.
ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, თავისუფლების ქუჩა რამდენიმე წუთით გადაკეტილი იყო.