მაღაროელები ხელფასის 50%-იან ზრდას ითხოვენ

23 აპრილი 2021, 20:12 859 ნახვა

ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ. ისინი ხელფასის 50%-ით გაზრდას მოითხოვენ. მაღაროელების განცხადებით, ეკონომიკური კრიზისი და ლარის გაუფასურება მათ მდგომარეობაზე ცუდად აისახება, რადგან ხელფასი უცვლელი რჩება.

პროფკავშირების წარმომადგენელმა გაფიცულებს კომპანიის შეთავაზება გააცნო, რაც ხელფასის 250 ლარით გაზრდას და დღესასწაულებზე დანამატს გულისხმობს.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი