უკვე წლებია გონიოში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი, მიწის ნაკვეთებს ისე მოიხმარს, რომ საკუთრებაში დარეგისტრირებული არ აქვს.
2007 წელს მოკვლევის საფუძველზე, მათ მიწები დაუკანონეს, მაგრამ, როგორც ყვებიან, მიღებული გადაწყვეტილება 2 წელში შეიცვალა და მოქალაქეებს დაკანონებული მიწების ხელახლა გაფორმებისთვის ბრძოლა მოუწიათ, ზოგმა დავა სასამართლოში გააგრძელა და ზოგმაც სამართლებრივი პროცედურის გარეშე, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მიწა ისევ საკუთრებაში დაიბრუნა, აღიარება,რომ მიწები ნამდვილად მათია, მოპოვებული აქვთ, თუმცა საჯარო რეესტრი ჯერ მიწებს არ უფორმებს, რადგან სახელმწიფოს საკუთრებაშია.