ბავშვთა ტრეფიკინგი გურიაში

23 აპრილი 2021, 20:08 966 ნახვა

ადამიანით ვაჭრობა განიხილება, როგორც მონობის თანამედროვე, სახეშეცვლილი ფორმა. ყოველ წელიწადს მსოფლიოში საშუალოდ ორიდან ოთხ მილიონამდე ადამიანი ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლი, მათგან 70% ქალები და ბავშვები არიან. ხშირ შემთხვევაში, ისინი საზოგადოების ყველაზე დაუცველ ფენას წარმოადგენენ.

კოვიდ 19 - ის პანდემიასთან ერთად გამოჩნდა, რომ გურიის რეგიონში უამრავი ბავშვი სკოლის მერხთან დაბრუნდა, რომლებიც მანამდე მეზობელ თურქეთში სამუშაოდ მიჰყავდათ ნაცნობს თუ უცნობს.

პრობლემა კი თვალნათლივ  თურქეთ-საქართველოს დაკეტილმა საზღვარმა დაგვანახა. ადრე არავინ ითვლიდა უვიზო რეჟიმის პირობებში ვინ რამდენჯერ კვეთდა სახელმწიფო საზღვარს და ბუნებრივია, უცნობია რა პირობებში და რამდენიმე საათი უწევდათ არასრუწლოვნებს შრომა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი