22 პოლიტიკური პარტიის მიერ პოლიტიკოს გოგი წულაიას მხარდამჭერ განცხადებას დღეს არაერთგვაროვანი გამოხმაურება და პარტიებს შორის გაუგებრობა მოჰყვა.
„ლელომ“ თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ ამ დოკუმენტის ხელმომწერი არ არის.
განცხადებას გაემიჯნენ „ნაციონალური მოძრაობიდან“ ხატია დეკანოიძე და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი თეონა ჭალიძე.
ვინ მიიჩნევს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულად წულაიას და ვინ ემიჯნება მხარდამჭერ განცხადებას?