ნინი ცეცხლაძის გარდაცვალების საქმე

22 აპრილი 2021, 17:51 34807 ნახვა

“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის ბავშვის საქმეს ჩამოშორდა. ორგანიზაცია საქმეში დაზარალებულის უფლებამონაცვლის ინტერესებს იცავდა. მათი ინფორმაციით, სწორედ ამ უკანასკნელის გადაწყვეტილებით ჩამოშორდა ორგანიზაცია სისხლის სამართლის საქმეს.

იურისტის ინფორმაციით, ასე სამართლიანი  განაჩენი ვერ დადგება. ანა თავხელიძე  სერიოზულ  დარღვევებზე საუბრობს, რომელიც ორგანიზაციამ ბავშვის გარდაცვალებამდე და გარდაცვალების შემდეგ დაინახა გამოძიების მხრიდან.  საუბარია არასრულყოფილად ჩატარებულ ექსპერტიზებზე,  გამომძიებლიის შესაძლო გულგრილობასა და არაობიექტურობაზე.

ადვოკატის  ინფორმაციით, იმის მიუხედავად, რომ  სამმა  ექსპერტმა დაადასტურა მოზარდის მიმართ სექსუალურ კავშირი ძალის გამოყენებით,  არაერთი მოთხოვნის მიუხედავად გამოძიებამ საქმეს კვალიფიკაცია არ შეუცვალა.

ადვოკატი იმაზეც საუბრობს, რომ შესაძლოა მოზარდის გარდაცვალების საქმეში გაზრდილიყო ბრალდებულ პირთა  წრე, რადგან მოზარდს დაზიანებები აქვს მიყენებული გარდაცვალებამდეც. გარდაცვლილის და ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, ოჯახის წევრებმა არ იციან რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება უფლებამონაცვლემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი