ნიკა მელიას გადასაწყვეტია, დატოვებს თუ არა ციხეს, მაგრამ შეთანხმება იძლევა მისი და რურუას გათავისუფლების საშუალებას - კელი დეგნანი

22 აპრილი 2021, 17:02 1060 ნახვა

ეს იყო გრძელი და რთული გზა, რომლის დროსაც მხარეებმა გამოიჩინეს რეალური გამბედაობა და ლიდერობა, წასულიყვნენ იმ კომპრომისზე, რაც წარმოდგენილია შეთანხმებაში – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განუცხადა.

"ვფიქრობ, 2019 წლის ივნისის მოვლენები იყო მტკივნეული ეპიზოდი ყველა ქართველისთვის და მნიშვნელოვანია, რომ მხარეები შეთანხმდნენ წინსვლაზე ამნისტიის კანონთან დაკავშირებით. ეს არ გამორიცხავს ამ მოვლენებთან დაკავშრებით პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, მაგრამ აძლევს ქვეყანას წინსვლის საშუალებას“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მისივე განცხადებით, ნიკა მელიას გადასაწყვეტია, დატოვებს თუ არა საპატიმროს, თუმცა შეთანხმება ამის საშუალებას იძლევა.

"რაც შეეხება ნიკა მელიას, ცხადია, ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა. შეთანხმება მისი გათავისუფლების სხვადასხვა გზას გულისხმობს. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ უნდა შეძლოს გაგრძელება რეაგირება მის წინაშე მდგარ უდიდეს გამოწვევებზე. ეს იქნება კოვიდთან დაკავშირებული ვითარება, ეკონომიკური სიტუაცია და მრავალი სხვა“, - განაცხადა დეგნანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი