ბლუმბერგის მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია პლანეტის მოსახლეობის მხოლოდ 6,2 % აქვს მიღებული. ვაქცინაცია 150-ზე მეტ ქვეყანაში მიმდინარეობს. .ამ დროისთვის .ვაქცინების 944 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული. მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 16 მილიონ ადამიანს უტარდება. ყველაზე სწრაფი ტემპით ვაქცინაცია ისრაელში მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობის 55.2% ვაქცინის ორივე დოზით აიცრა. მას ჩილე მოჰყვება, მე-3 ადგილს აშშ იკავებს.