გიორგი რურუას შეწყალების აქტი 27 აპრილს გამოიცემა - პრეზიდენტი

21 აპრილი 2021, 20:04 943 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, შეწყალების აქტის გამოცემასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

"საქართველოს პრეზიდენტის 19 აპრილის განცხადებაში აღნიშნულია: იმისთვის, რომ ქვეყანა და პარლამენტი ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმს შეუდგეს და გამოწვევებს გაუმკლავდეს, პრეზიდენტმა გარკვეული პირობებით შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო.

იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა - მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ შეთანხმებას მიაღწიეს, რაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა და ასევე აშშ-ის ელჩმა დაადასტურეს. ამგვარად, პირველი პირობა შესრულებულია.

რაც შეეხება მეორე პირობას, პოლიტიკურმა პარტიებმა საჯაროდ მოაწერეს ხელი საბოლოო შეთანხმების დოკუმენტს და მათი პარლამენტში შესვლა 27 აპრილს, პლენარულ სხდომაზე იგეგმება.

ეს ნიშნავს, რომ განცხადების შესაბამისად, ერთი კვირის ვადაში შესრულდება მეორე პირობაც. მაშასადამე, იმ დღესვე გამოიცემა პრეზიდენტის შეწყალების აქტი!“ - აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში