საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ახალი უკრაინული ავიაკომპანია Bees Airline გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
კომპანიამ საქართველოს საავიაციო ბაზარზე დაშვებისა და რეგულარული ფრენების ნებართვის მიღების მიზნით სააგენტოს უკვე მიმართა.
„შესაბამისი განაცხადი უწყებაში მიმდინარე წლის 15 აპრილს შემოვიდა. ავიაკომპანიის მიერ წარმოდგენილი ფრენის განრიგის შესაბამისად, უკრაინული ავიაგადამზიდველი კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე ფრენების შესრულებას მიმდინარე წლის 30 აპრილიდან, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს გეგმავს"-აცხადებენ სააგენტოში.
ამ ეტაპზე სააგენტოში წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა მიმდინარეობს.