ხულო-ზარზმის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებულები ხელფასების გაზრდას ითხოვენ

21 აპრილი 2021, 14:19 1016 ნახვა

სოფელ დანისპარაულში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ხულო-ზარზმის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებულები ხელფასების გაზრდას ითხოვენ და კომპანია ,, სინოჰიდროს" უპირისპირდებიან. 

აქციის მონაწილეების განმარტებით, კომპანია დღეში 25 ლარს უხდის, რაც საარსებოდ საკმარისი არ არის.  თანხა ერთი და იგივეა სხვადასხვა სირთულის პოზიციაზე დასაქმებული პირებისთვის.

მოქალაქეები ამბობენ, რომ თუკი მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება სამუშაოების შესრულებაზე უარს იტყვიან.

აქციის მონაწილეები ხულო-ზარზმის გზის სამშენებლო სამუშაოებს შვიდი თვეა ასრულებენ. როგორც თავად ყვებიან ხელშეკრულებას იმ პირობით მოაწერეს ხელი, რომ გაზაფხულზე შრომის ანაზღაურება გაეზრდებოდათ. 

ხულო-ზარზმის გზის 42 კმ-იანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია იწყება. საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „სინოჰიდროსთან“ ხელშეკრულება დღეს გაფორმდა. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ორ წელიწადში უნდა დასრულდეს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი