რურუა სამშაბათს შეწყალების აქტით გათავისუფლდება მელია კი ამნისტიის კანონის მიღების შემდეგ - გიორგი ვაშაძე 

21 აპრილი 2021, 00:05 823 ნახვა

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, სამშაბათს პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონის დარეგისტრირება მოხდება. კანონის დარეგისტრირების შემდეგ პრეზიდენტი შეწყალების აქტს მიიღებს, რის შედეგადაც გიორგი რურუა გათავისუფლდება. 

"ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა საბოლოო პროცედურა შეგვეთანხმებინა. პროცედურა იქნება შემდეგი; სამშაბათს ჩვენ ყველანი ერთად ვარეგისტრირებთ ამნისტიის კანონს პარლამენტში. ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა გვითხრა, რომ ამის შემდეგ იქნება შეწყალების აქტი მიღებული. ანუ, ეს ნიშნავს, რომ შეწყალების აქტით რურუა გათავისუფლდება სამშაბათს და ჩვენ პარლამენტში ვიწყებთ ამნისტიის კანონის განხილვას, რომელიც შეეხება იმ მუხლებს, რომლითაც პასუხისგებაში მიცემული არიან დღეს ადამიანები 20 ივნისს ჩადენილ დანაშაულზე, მათ შორის მელია, თამლიანი და ა.შ. ასევე, ყველა მხარემ გამოთქვა მზაობა, რომ პროცედურული საკითხებიდან გამომდინარე, რაც შეიძლება სწრაფად მოხდება ამ კანონის მიღება, რომ გათავისუფლდეს მელია საპატიმროდან, ხოლო რურუას გათავისუფლებას სამშაბათს ველოდები, ქალბატონმა ზურაბიშვილმა შარლ მიშელის თანდასწრებით თქვა, რომ სწორედ სამშაბათს მოხდება ამ პროცედურის რეალიზება" - განაცხადა ვაშაძემ.

ორბელიანის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სახელით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პატივსაცემად სადილი გაიმართა, რომელსაც დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი