შარლ მიშელის დოკუმენტს ხელისუფლებამ და ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერა

19 აპრილი 2021, 21:58 1573 ნახვა

პრეზიდენტის სასახლეში დოკუმენტზე "საქართველოს წინსვლის გზა" ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. ხელმოწერის ცერემონიაში მონაწილეობდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, რომელიც ონლაინ ერთვებოდა, ასევე ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. პოლიტიკური პარტიებიდან: "ქართული ოცნება", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ლელო", "რესპუბლიკური პარტია", "გირჩი", "გირჩი - მეტი თავისუფლება", "მოქალაქეები“, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი და ასევე დავით ბაქრაძე.

"ქართული ოცნებიდან" -  დოკუმენტს ხელი, არჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა მოაწერეს, ,"სტარტეგია აღმაშენებლიდან'' კი გიორგი ვაშაძემ, "გირჩი''- ვახტანგ მეგრელიშვილმა, "გირჩი - მეტი თვისუფლება''- ზურაბ ჯაფარიძემ, ,"ლელო''- მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, "რესპუბლიკური პარტია" - ხათუნა სამნიძემ, "მოქალაქეები''- ალეკო ელისაშვილმა. 

დავით ბაქრაძემ ხელი მოაწერა, როგორც პარლამენტის ინდივიდუალურმა წევრმა და სალომე სამადაშვილმა კი "ნაციონალური მოძრაობის“  წევრმა, მაგრამ ინდივიდუალურად.

"ნაციონალური მოძრაობა'' და „ევროპული საქართველო''  დოკუმენტს  ჯერ-ჯერობით არ უერთდებიან.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პოლიტიკურ პარტიებს ახალი დოკუმენტი გუშინ წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმ შემთვევაში დაინიშნება, თუ მმართველი პარტია ადგილობრივ არჩევნებში 43 პროცენტზე ნაკლებს მიიღებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი