ქობულეთი-ქათამაძეები-ალამბრის მეურნეობის საავტომობილო გზებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. ორივე მიმართულებით ასფალტო-ბეტონის საფარი მოეწყობა სხვადასხვა ტიპის ხელოვნური და დამცავი ნაგებობებით.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხელოვნური ნაგებობების და მიწის ვაკისის მოწყობის სამუშაოები. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ასევე აჭყვისთვავის ჩახედნასა და ლეღვას სოფლებში.