დავით სარალიძის საქმეზე დაკავებულ გიორგი მენაბდეს პატიმრობა შეეფარდა

16 აპრილი 2021, 19:01 1119 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე მენაბდის პატიმრობას, ხოლო დაცვის მხარე მის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომლის დროსაც ორი არასრულწლოვანი, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი სასიკვდილოდ დაჭრეს. საქმეზე მსჯავრდებულები იყვნენ - გიორგი ჯანაშია, გუგა ბარბაქაძე და მიხეილ კალანდია. აღსანიშნავია, რომ დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა. 

სამართალდამცველებმა გიორგი მენაბდე 14 აპრილს დააკავეს. ის დეკანოზ შიო მენაბდის შვილია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი