ქუთაისში, სამხარეო პოლიციასთან გუმათში მომხდარ ინციდენტზე დაკავებული 6 პირის ახლობლები აქციას მართავენ

16 აპრილი 2021, 16:02 1094 ნახვა

იმერეთის სამხარეო პოლიციასთან ხმაურია. შენობასთან გუმათში მომხდარი ინცინდენტის გამო დაკავებული წულუკიძეების და ჭელიძეების ახლობლები შეიკრიბნენ. 

ისინი ახალგაზრდების დაკავებას აპროტესტებენ, უპირობოდ გამოშვებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ მათ პროვოკაცია მოუწყვეს.

აქციის მონაწილეებს გზა აქვთ გადაკეტილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი სპორტსმენები,  ექვსი პირი, ბათუმში გუშინ დააკავეს. დაკავებული არიან ძმები ფირუზ და რეზო წულუკიძეები, ასევე ძმები თამაზ და თორნიკე ჭელიძეები და მათი ბიძაშვილები, ირაკლი და გელა ჭელიძეები.

შსს-ს ინფორმაციით, ექვსი პირი პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააკავა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი