დაპირისპირება გუმათში - 6 დაკავებული

14 აპრილი 2021, 12:04 718 ნახვა

ვითარება გვიან ღამით დაიძაბა სოფელ გუმათში კომპანია „ენკას“ ბაზასთან, სადაც აქციის მონაწილეებს  ღამის გათენება სურდათ. მანამდე რიონის ხეობის მცველები ნამახვანის მიმართულებით ფეხით აპირებდნენ გადაადგილებას, მაგრამ პოლიციამ კორდონი არ გახსნა და გააფრთხილა, რომ თუკი მოწოდებას არ დაემორჩილებოდნენ, მათ წინააღმდეგ პროპორციულ ძალას გამოიყენებდნენ. ამის შემდეგ აქციის მონაწილეთა ნაწილმა გუმათში, კომპანია "ენკას" ბაზასთან გადაინაცვლა, სადაც სცადეს გადაეკეტათ შემოვლითი გზები ხეობისკენ, რომლითაც კომპანიის ტექნიკა და სამართალდამცველები სარგებლობენ.ვითარება სწორედ მაშინ დაიძაბა, როცა კომპანიის ავტომანქანებმა დაიწყეს გადაადგილება.  დაპირისპირების დროს 6 აქტივისტი დააკავეს, როგორც ნამახვანჰესისი წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილეები ამბობენ, ძალის გადამატებით. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ აქციის მონაწილეებმა არ გაათავისუფლეს გზა, ამიტომ გამოიყენეს "იძულების პროპორციული ღონისძიებები".

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი