თურქეთში ორი კვირით 19:00-05:00 საათებში გადაადგილება იზღუდება

14 აპრილი 2021, 11:22 1118 ნახვა

დღეიდან, 14 აპრილიდან თურქეთში ორი კვირით გადაადგილებასთან დაკავშირებით შეზღუდვა ამოქმედდება. 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ კვირის სამუშაო დღეებში 19:00-05:00 საათებში, ასევე, ძალაში რჩება შაბათ-კვირას ქუჩაში გასვლის შეზღუდვა. აღნიშნულ პერიოდში და შაბათ-კვირას, გადაუდებელი შემთხვევების გარდა, მოქალაქეებს ეკრძალებათ საქალაქთაშორისო მიმოსვლა.

შეზღუდვები მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს და მოქალაქეებს აფრთხილებს. 

თურქული მედიის ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 59 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი