ნიკა მელიას მხარდასაჭერად სასამართლოსთან "მელიები" მივიდნენ და აქცია გამართეს 

13 აპრილი 2021, 14:07 981 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის წევრებმა ე.წ მელიებმა საპროტესტო აქცია-პერფორმანსი გამართეს. ისინი სასამართლოსთან ბანერებით მივიდნენ.

აქციის მონაწილეებმა ნიკა მელიას პატიმრობა გააპროტესტეს და განაცხადეს, რომ ის უნდა გათავისუფლდეს. 

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი