ერთ წლიანი პაუზის შემდეგ რეჟისორ გელა გელაძის საპრემიერო სპექტაკლით ,,ყველა თაგუნას უყვარს ყველი" - ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი, პუბლიკას დაუბრუნდა.
ასევე დღეს 17:30 წუთზე რეჟისორ გიორგი ჩხაიძის ყველასათვის საყვარელი სპექტაკლის ''გერდას'' ხილვა იქნება შესაძლებელი. თეატრი მუშაობას რეგულაციების სრული დაცვით გააგრძელებს და მაყურებელთა შეზღუდულ რაოდენობას მიიღებს.