საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 16 694 პირია აცრილი

11 აპრილი 2021, 15:25 928 ნახვა

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საქართველოში 16 694 მოქალაქეა აცრილი. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

მათივე მონაცემებით, დღიურად აცრილთა რაოდენობა 1457 ადამიანია, თუმცა უწყებას გამოქვეყნებული არ აქვს კონკრეტულად რამდენი პირი აიცრა „ფაიზერის“ ვაქცინით და რამდენი „ასტრაზენეკათი“. ამ ეტაპზე ვაქცინაცია შეუძლიათ: ჯანდაცვის მუშაკებს, 55 და უფროსი ასაკის ადამიანებს, დიალიზზე მყოფ და ორგანო გადანერგილ პაციენტებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი