იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტომ ცესკო-ს პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზა გადასცა. 1 მაისის მდგომარეობით გადაცემულ სიაში 3 მილიონ 53 ათასი ამომრჩეველია. სიაში არიან როგორც საქართველოში, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მცხოვრები, ასევე საზღვარგარეთ საცხოვრებლად წასული ის სრულწლოვანი პირები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქის სამართლებრივი სტატუსი აქვთ. სიაში ასევე შედიან ე.წ. უმისამართო ამომრჩევლები. „საარჩევნო სიის სრულყოფის პროექტი- “ 2015 წლის ოქტომბერში დაიწყო და სექტემბრამდე გაგრძელდება.