ამ წუთებში ორბელიანების სასახლეში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება იწყება.
საქართველოს პრეზიდენტი სტუმრებს სიტყვით მიმართავს.
დათა ვანიშვილს კი, რომელიც სიცოცხლეშივე იქცა რუსულ ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლოდ, გარდაცვალების შემდეგ „სამოქალაქო თავდადებისათვის“ მედლით დააჯილდოებს.
სახელმწიფო ჯილდო დათა ვანიშვილის ოჯახს გადაეცემა.