 
                                        
                                    
                                
                            
                            
                                
                                
                            
                            ბათუმის მეორე საჯარო სკოლაში კორონავირუსი კიდევ ერთ მოსწავლეს დაუდასტურდა. ინფიცირებული მეექვსე კლასელია.
სკოლის დირექტორის განცხადებით, მოსწავლე სასწავლო დაწესებულებაში ბოლოს სამშაბათს, 6 აპრილს იმყოფებოდა.
მარიზა აბაშიძის განმარტებით, კლასი სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადადის.
''აღნიშნულ კლასს მეცადინეობა დღეს, 14:30 უნდა დაეწყოთ, მშობლები გავაფრთხილეთ და მოზარდები სკოლაში აღარ გამოცხადდებიან. ისინი 18 აპრილამდე დისტანციურ ფორმატში ისწავლიან'' - ამბობს დირექტორი.
არსებული ინფორმაციით, ინფიცირებულები არიან მოსწავლის ოჯახის წევრებიც.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            