ბათუმში აღმაშენებლის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. გამოიცვალა მოძველებული მიწისქვეშა კომუნიკაციები. ამ ეტაპზე ასფალტის საფარს აგებენ. მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია უკვე დასრულდა ორ მისამართზე. დაგეგმილია ჯამში 12 ათასი კვმ-ის მოასფალტება. სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული.