ბათუმში ხვალიდან ტემპერტურა მკვეთრად დაიკლებს და იწვიმებს

08 აპრილი 2021, 10:23 3008 ნახვა

7 აპრილს, ბათუმში 14 საათზე ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა თბილი ჰაერის მასებისა და ადგილობრივად არსებული ცხელი სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარის გავლენის ფონზე +30 გრადუსი იყო.

9 აპრილს კი საპირისპირო მეტეო სიტუაცია შეიქმნება, დასავლეთიდან გავრცელებას დაიწყებს ცივი და ნოტიო ჰაერის მასები, გაძლიერდება დასავლეთის ქარი, გაწვიმდება და ტემპერატურა მნიშვნელოვნად +9, +11 გრადუსამდე დაიკლებს.

აღნიშნული ჰაერის მასების გავლენა უმეტესად დასავლეთ საქართველოზე იქნება, აღმოსავლეთში მიუხედავად იმისა, რომ ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი ტემპერატურა საგრძნობლად არ დაიკლებს და მხოლოდ +19, +21 გრადუსამდე აგრილდება.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი