სამართლიანი არჩევნების 2020 არჩვენების საბოლოო ანგარიში

07 აპრილი 2021, 17:51 796 ნახვა

საპარლამენტო არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნების შიგნით კენჭისყრის პროცესი, ძირითადად, მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა, განსხვავებით საარჩევნო უბნების გარე პერიმეტრისა, სადაც მასობრივი სახე ჰქონდა პარტიული აქტივისტების მობილიზებას და ამომრჩეველთა აღრიცხვას - წერია სამართლიანი არჩევნების  საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის საბოლოო ანგარიშში. 

ორგანიზაციის შეფასებით, საარჩევნო პროცესში, ერთ-ერთ მთავარ მიგნებას წარმოადგენდა გადასწორებული და დისბალანსიანი  შემაჯამებელი ოქმების სიმრავლე და მათში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის ნაკლოვანი პროცესი.

ანგარიშის მიხედვით, საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით წარდგენილ საჩივრებზე რეაგირება ვერ აკმაყოფილებდა საარჩევნო დავის განხილვისთვის დადგენილ სტანდარტებს. გამოვლინდა, ფორმალური მიზეზით, საჩივრების უგულებელყოფისა და განხილვისგან თავის არიდების ტენდენცია. ანგარიშზე გაკეთდა პოლიტიკური შეფასებები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი