შეერთებული შტატები რუსეთს მოუწოდებს, პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და არ გამოიწვიოს, ან გააძლიეროს დაძაბულობა, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის ჯარი მობილიზებულია ყირიმში და ორი ქვეყნის საზღვრის სამხრეთ – აღმოსავლეთ ნაწილის სხვა ადგილებში.
პენტაგონის პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ განაგრძობს იქ არსებული სიტუაციის მონიტორინგს.“რუსეთის განზრახვის შესახებ საუბარი რთულია. ვაგრძელებთ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებას და ასევე მოწოდებას ტემპერატურის დაწევისა და დეესკალაციისკენ”, - აღნიშნა კირბიმ.