ბათუმის მეათე ბაღი დაიხურა - კოვიდი ორ ბავშვს და ერთ აღმზრდელს დაუდასტურდა

06 აპრილი 2021, 16:45 2283 ნახვა

ბათუმის მეათე ბაღი დაიხურა - კოვიდი სხვადასხვა ჯგუფში ორ ბავშვს და ერთ აღმზრდელს დაუდასტურდა. 

ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის ინფორმაციით, ეპიდემიოლოგების რეკომენდაცია გაითვალისწინეს და ბაღი ორი კვირით დახურეს.

დღეს ბავშვები ბაღში იმყოფებოდნენ, ადმინისტრაციამ მშობლები გააფრთხილა და ისინი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ხვალიდან აღარ გამოცხადდებიან. 

შენობაში ჩატარდება დეზინფექცია. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი