ქედაში, სოფელ არძენაშვილები-ტაკიძეების დამაკავშირებელი გზა ჩავარდა. ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი განვითარდა, რამაც გზის ნაწილი დააზიანა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მეწყერი აქტიურია და აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება სახიფათოა. სოფელ ტაკიძეებში მცხოვრები 50 ოჯახი შემოვლითი გზით სარგებლობს. შეფერხებულია სკოლის მიკროავტობუსის გადაადგილებაც.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, რომ სპეციალისტების რეკომენდაციით აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა შეჩერებულია. უწყების განმარტებით, უნდა მოეწყოს საყრდენი კედელი, რისთვისაც შესაბამისი დოკუმენტაცია მზადდება.