ქრთამის აღების ფაქტზე ხულოს სატყეო ადმინისტრაციის თანამშრომელი და ერთი პირი დააკავეს

06 აპრილი 2021, 13:36 3773 ნახვა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, სსიპ „აჭარის სატყეო სააგენტოს“ ხულოს სატყეო ადმინისტრაციის თანამშრომელი და ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნულმა პირებმა, ხე-ტყის ჭრის კანონიერების დამადასტურებელი მონაცემების გადაცემის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს 1 280 ლარი, რა დროსაც მოხდა მათი დაკავება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი