ბათუმის იუსტიციის სახლში მოქალაქემ ფოტოჯიხურები დააზიანა. ჩამსხვრეულია ფოტოს გადასაღებ კაბინებში აპარატების ეკრანები. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ამ ქმედებით პროტესტი აიდიD ბარათის მიმართ გამოხატა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე 187-ე მუხლითაა აღძრული, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.