ბათუმში აქციის მსვლელობის დროს "სირცხვილიას" აქტივისტი გიგა მაქარაშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სოლომონ ბაჯელიძე, კომენდატის საათის დარღვევის გამო 2000 ლარით დააჯარიმეს.
მათივე თქმით, აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობდა და პოლიციას ამ ჯარიმით პროვოკაციის გამოწვევა და აჟიოტაჟის შემოტანა სურდათ.
"სირცხვილიას" აქტივისტები ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად საღამოს საათებში გადაადგილებაზე დაწესებულ შეზღუდვებს ბათუმშიც აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებმა 21:00 საათიდან მსვლელობა დაიწყეს, მოგვიანებით კი აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან გადაინაცვლეს.
ისინი ჯარიმების გაასაჩივრებას აპირებენ.
ადგილზე იმყოფებოდა აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი დავით მაღრაძე. მისი განმარტებით, დაჯარიმება იდენტიფიკაციის შემდეგ მოხდა და ყველა დაჯარიმდება, ვინც კანონს არღვევს.