მივმართავთ თორნიკე რიჟვაძეს და ბათუმის მერს უზრუნველყონ ამ ადამიანების ''დაოკება'' - ''ლელო'' ბათუმის აქციაზე 

05 აპრილი 2021, 13:35 195 ნახვა

პარტია ''ლელოს'' ბათუმის ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ გუშინ აქტივისტებმა და საჯარო მოხელეებმა თანამოქალაქეებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა და ბათუმის მერს მიმართავენ უზრუნველყონ აღნიშნული პირების ''დაოკება''. 

"ქართული ოცნების" სახის გიორგი ვოლსკის მიერ წაქეზებულმა ჯგუფმა, მათ შორის საჯარო მოხელეებმა შეურაცხყოფა მიაყენეს ჩვენს თანამოქალაქეებს. ისინი ჩვენს მიერ გადახდილი თანხით ღებულობენ ხელფასს და პირდაპირ ატერორებენ თავიანთ მოქალაქეებს.  გუშინ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები რამდენიმე პოლიტიკურ პარტიაში იყვნენ მისულები, მათ შორის ჩვენს ახალგაზრდებს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რომლებიც მშვიდობიან აქცია-გამოკითხვას აწარმოებდნენ"- განაცხადა გენო თებიძემ.

ბრიფინგზე ასევე განაცხადეს, რომ პარტიის მიერ დაწყებულ კამპანიას - "მოითხოვე ვადამდელი არჩევნები" საფრთხე ექმნება. ვაჟა დარჩიას თქმით, გამოკითხვაში მონაწილე ახალგაზრდების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკისრება. მათივე განმარტებით, არ არის გამორიცხული პროვოკაციების მოწყობაც. 

''ჩვენი ახალგაზრდები, რომლებიც ჩართულია ამ პროექტში ყოველდღე ხვდებიან მოსახლეობას . გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი და განცდა იმისა, რომ ადამიანები, რომლებმაც გუშინ პოლიტიკური პარტიის ოფისები დაარეიდეს, გარკვეულ პროვოკაციებს შეეცდებიან.

მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს და ვაკისრებთ მათ პასუხისმგებლობას, რომ ჩვენი ახალგაზრდები, რომლებიც ჩართულია ამგვარ საქმიანობაში იყვნენ უსაფრთხოდ "- აცხადებენ ''ლელოში''.

 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში