ბათუმში კომენდანტის საათის გასაპროტესტებლად მოწყობილი დაუმორჩილებლობის წვეულება დაკავებებით დასრულდა. სამართალდამცველებმა აქტივისტები პოლიციელებისადმი წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს. აქტივისტები კი პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობენ.
აქცია ბათუმში 2 ლოკაციაზე დაიწყო. 6 მაისის პარკში და სირცხვილიას ოფისში. პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება გვიან ღამით მაშინ დაიწყო როცა მედიის წარმომადგენლებმა ტერიტორია დატოვეს.