კრისტიან დანიელსონის მედიატორობით „ქართული ოცნებისა" და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შორის გაერთიანებული შეხვედრა დასრულდა. მხარეები დოკუმენტზე 6 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ, თუმცა საბოლოოდ, მედიაციის მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელის კრისტიან დანიელსონის განცხადებით, არც ერთმა მხარემ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა და აღნიშნა რომ მისი წინადადება გასაჯაროვდება. განმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება მოიცავდა მნიშვნელოვან საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმებს, ძალაუფლების გადანაწილებას, განსაკუთრებით პარლამენტში, რომელიც უზურნველყოფს ანგარიშვალდებულებას საქართველოს მომავალზე.
,,მე წარმოვადგინე ასეთი წინადადება და ის იქნება საჯარო დოკუმენტი ახლა. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის ინტერესებს აყენებს ყველა სხვა საკითხზე მაღლა და სამწუხაროა, რომ არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება არ მიიღო“, - განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.