რა პოზიციებით შედის განახლებულ მოლაპარაკებებში ოპოზიცია - ამის შესახებ გაერთიანებულმა ოპოზიციამ განცხადება გაავრცელა. თუ ქართულ ოცნებასთან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება ისინი მზად არიან პარლამენტში შევიდნენ.
გაერთიანებული ოპოზიცია აღნიშნავს, რომ ფორმალურად შედეგის მიღწევის მიზნით საკვანძო საკითხებს „გადაუჭრელს ვერ დატოვებს".ისინი განცხადებაში შარლ მიშელის ე.წ. ჩარჩო-შეთანხმების ყველა პუნქტს ეხმიანებიან.