საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის რანგში თეა წულუკიანის პირველი შეხვედრა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესა და მის წევრებთან დასრულდა.
დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის შემდეგ წულუკიანმა განაცხადა, რომ საუბარი შეეხებოდა საერთო გეგმებს, ასევე მოძველებულ ნორმებს, რომლებიც მისი თქმით, განახლებას და კულტურის კოდექსში თავმოყრას საჭიროებს.